|
2019-04-16 16:57:01, 1696 ნახვა
საზოგადოება
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება. "ამასთან, წელს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება. ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება. რაც შეეხება ექ სტერნის გამოცდებს, როგორც ცნობილია ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება. შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი გრაფიკით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებოდა, აუცილებელი ხდებოდა გაცდენების ზღვრულ ოდენობაზე მეტის მქონე მოსწავლეების ექსტერნატის წესით შეფასების პროცესი ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, სამინისტროს გადაწყვეტილებით მე-12 კლასელებისთვის, ყოველწლიურად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიშვებოდა და ამ პერიოდში მათ მიერ გაცდენილი საგაკვეთილო საათები უკვე დაგროვილი გაცდენების რაოდენობას არ ემატებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)