|
2019-04-15 13:12:57, 1300 ნახვა
საზოგადოება
FAO-ს გენერალური დირექტორობის კანდიდატმა, დავით კირვალიძემ წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნების მიერ წარდგენილი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების პრეზენტაციას დაესწრო. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა საკუთარ გამოსვლაში ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობას, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრების მობილიზების მნიშვნელობას, ორგანიზაციის დეცენტრალიზაციისა და გარემოსდაცვითი და სასურსათო უსაფრთხოების სისტემების გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ რომში, პოლიტიკის სწავლებათა ინსტიტუტში, „ჩეთემ ჰაუსის“ ფორმატში, FAO-ს გენერალური დირექტორობის ქართველი და ფრანგი კანდიდატების დებატები გაიმართა თემაზე „სასურსათო უსაფრთხოების მიღმა“. დებატების მიზანია, ხელი შეუწყოს კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამების გამჭვირვალობას, საზოგადოების ჩართულობასა და ცნობადობის გაზრდას. დებატები მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენდა და მასში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეების, FAO-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები და აკრედიტებული მედია. „ქართველი კანდიდატის წარდგენა FAO-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონისთვის პირველი პრეცედენტი. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ კომპეტენტურ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე და რეფორმებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ყველა რეგიონის თანაბარ წარმომადგენლობას სიღარიბის დაძლევის და სურსათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტნე სურგულაძემ აღნიშნა, საქართველოს კანდიდატს შეუძლია ღირსეულად წარადგინოს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და აღნიშნული ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნოს აკადემიური, პოლიტიკურ წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს. საერთაშორისო აგროსასურსათო კავშირის განვითარებისა და პოლიტიკის მრჩეველმა, ბრაიან ბოლდუინმა ქართველი კანდიდატის შეფასებისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კანდიდატის ხედვა კერძო სექტორის როლზე, რაც დაკავშირებულია როგორც სურსათის წარმოების, ისე სურსათის უვნებლობის, მცირე და საშუალო ფერმერების როლზე სასურსათო სისტემების გაძლიერებაში; ასევე, მისი დამოკიდებულება ორგანიზაციის გამჭვირვალობის საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს FAO-ს ორგანიზაციულ გაძლიერებასა და მენეჯმენტის როლის წარმოჩენას. FAO-ს გენერალური დირექტორის არჩევნები ივნისში გაიმართება. აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს იყრიან საქართველოს, ჩინეთის, საფრანგეთისა და ინდოეთის წარმომადგენლები.
(NS)
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)