2019-04-15 12:44:25, 1785 ნახვა
რეგიონი
რუსი სამხედროები ოკუპირებულ ცხინვალში აღლუმისთვის ემზადებიან
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეები ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ 9 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს.
მედია საშუალების ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობას რუსული სამხედრო ბაზის 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო ტექნიკის 30-მდე ერთეული მიიღებს. აღლუმი ცხინვალში თავისუფლების მოედანზე „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც გამოჩნდება.
მედიის ცნობით, აღლუმისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან