|
2019-04-15 11:11:55, 1287 ნახვა
საზოგადოება
სემინარი „თბილისის გიდი“ ჩატარდა
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისათვის ორდღიანი სემინარი „თბილისის გიდი“ ჩაატარა. თბილისში არსებული ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა სემინარები თემატიკებზე: მომსახურების სერვისების გაუმჯობესება, ქართული ღვინისა და კერძების შეხამება, ხოლო 13-14 აპრილს - „თბილისის გიდი“. „თბილისის გიდი“ Free walking tours-ის გიდმა, ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, PR School-ის ლექტორმა, კომპანია „ჯეპრას“ სოციალურმა მედია მენეჯერმა ზურაბ ბალანჩივაძემ და საქართველოს შემომყვან ტურ–ოპერატორთა ასოციაციის (GITOA) თანადამფუძნებელმა და „ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა“ პროფკავშირების თანადამფუძნებელმა თამაზ სულაძემ ჩაატარეს. სემინარზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: მე-19 და მე-20 საუკუნეების თბილისის ისტორია; არქიტექტურა და ევროპული კვალი დედაქალაქში; ასევე, ტრადიციები და დღესასწაულები; სადარბაზოები და ეზოები; სხვადასხვა თემატური ტურების ორგანიზება. მონაწილეებისათვის მოეწყო საფეხმავლო ტური რუსთაველის გამზირის, სოლოლაკისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე. ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ნინო მაღრაძის თქმით, დედაქალაქში ტურიზმის განვითარებისთვის კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია. „დაახლოებით, ერთი თვეა, სხვადასხვა თემატიკის სემინარები მიმდინარეობს. ორდღიან სემინარზე განვიხილეთ საკითხები - როგორ უნდა იყოს ორგანიზებული თბილისის ტური და რა ტიპის დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება, როგორი სახით უნდა მიაწოდოს გიდმა ინფორმაცია ტურისტებს და ასევე, დამსწრე პირებმა მოისმინეს ინფორმაცია თბილისის არქიტექტურის განვითარებასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, ერთი თვის განმავლობაში, სემინარებს 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მათი ჩართულობიდან და პოზიტიური გამოხმაურებიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერია შემოდგომიდან სემინარების ჩატარებას ისევ გააგრძელებს და მას რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატება“, - განაცხადა ნინო მაღრაძემ. სემინარები კომპანია Travel Guide-თან პარტნიორობით ტარდება, რომელმაც 2019 წელს მუშაობა დაიწყო აპლიკაციის გაუმჯობესებულ ვერსიაზე, სადაც გიდების ბაზები ინტეგრირდება. თბილისის მერიის მიერ გადამზადებულ პირებს საშუალება ექნებათ, აღნიშნულ ბაზაში მოხვდნენ. ისინი შეძლებენ, გაერთიანდნენ ერთიან სივრცეში და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ტურისტებთან, რაც მათ საშუალებას მისცემს მეტი შემოსავალი მიიღონ და უფრო პროდუქტიულები გახდნენ. მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილია კიდევ ერთი სემინარის ჩატარება - სოციალური მედია მენეჯმენტი ტურიზმის სექტორში. დასწრება თავისუფალია.
(NS)
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)