20:22 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-13 14:38:40, 1792 ნახვა

რეგიონი
უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აჭარას ეცნობიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ ისინი ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ხვდებიან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრის შემდეგ უკრაინელი სტუმრები ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ქედის მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან.  საოჯახო მარნებში მათთვის ფოლკლორ შოუ და ადგილობრივი სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართება. ინფოტურის მონაწილეები აჭარას 15 აპრილს დატოვებენ. 

უკრაინა აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ბაზარია, საიდანაც მოგზაურების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს უკრაინიდან რეგიონში 44%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წამყვანი ტურისტულის სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები რეგიონს ხშირად სტუმრობენ. 2018-2019 წლებში, ჯამში რეგიონმა სამიზნე ქვეყნებიდან 1000-ზე მეტ ჟურნალისტსა და ტურისტულ სააგენტოს უმასპინძლა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics