|
2019-04-09 16:02:01, 1390 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი 9 აპრილზე: გაერთიანებისათვის ამდენი მსხვერპლი არ უნდა დაგვჭირდეს
"ეს გვახასიათებს ჩვენ, საშიშროების წინაშე ჩვენი ხალხი ერთიანდება, ეს თვისება ახასიათებს ქართველ ხალხს", - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის გახსენებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა "იმედთან" ინტერვიუში აღნიშნა, მოსახლეობა მზად იყო ის დაეცვა. „ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური და მითხრეს, რომ ეს საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, წავსულიყავი და მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა, მე ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს - არა! ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები. მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა, მე არ მომხვედროდა. ყველაზე მძიმე იყო ჯუმბერ პატიაშვილის მდგომარეობა . ზოგიერთი ამბობდა და მეც ვამბობდი, რომ თვითონ მთავრობა ჩამოვიდეს-მეთქი. მეორე დღეს, მე დავურეკე (ჯუმბერ პატიაშვილს) და ვანუგეშე, ძალიან მძიმე ხვედრი ჰქონდა მას და ფიქრობდა თვითმკვლელობაზეც კი. ეს გვახასიათებს ჩვენ, საშიშროების წინაშე ჩვენი ხალხი ერთიანდება, ეს თვისება ახასიათებს ქართველ ხალხს. აჩვენა ჩვენმა ხალხმა მტერს, რომ ჩვენ მტრულად არ ვიყავით განწყობილი. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ესენი ასე დაუზოგავად წამოვიდოდნენ ხალხზე. მე რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებულები, ეს იყო მძიმე საყურებელი“, - აღნიშნა ილია მეორემ. პატრიარქის თქმით, 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ვის ვებრძვით. „უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგინდობს. მეტი სიბრძნე გვმართებს. ეს იყო საოცარი თავდადება. ეს იყო ბრძოლა მომავლისათვის, მომავალი თავისუფლებისათვის. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის. ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ, ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს. ქართველი ადამიანი ადვილად სწირავს თავის თავს სამშობლოსათვის, მეგობრებისათვის“, - განაცხადა ილია მეორემ. დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)