|
2019-04-09 10:12:02, 1093 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიოს დედაქალაქებში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღის, 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღონისძიებები გაიმართება. საგარეო უწყების ცნობით, 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყობა საქართველოს წარმომადგენლობებში აზერბაიჯანში, გერმანიაში, დანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, მოდლოვაში, ნიუ-იორკში, ქ. სალონიკში, თურქეთში, უზბეკეთში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრიაში, ბელარუსში, პოლონეთსა და უნგრეთში წაიკითხავენ ლექციას 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, საქართველოს საელჩოსა და გაეროსთან საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაერო-ს შენობასთან გაიმართება მშვიდობიანი აქცია. ღონისძიებების პარალელურად, ბრაზილიის, ბელგიის, ვატიკანის, ქუვეითის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, სლოვენიის, სომხეთის, რუმინეთის, ყაზახეთის გავლენიან გამოცემებში გამოქვეყნდება 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული სტატიები, ასევე იგეგმება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ინტერვიუ ისრაელის ადგილობრივ ტელევიზიაში. ამასთან, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეგვიპტეში უკრაინაში, ირლანდიაში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში, სლოვაკეთში განხორციელდება შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ჩატარდება კონფერენციები და მიღებები ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების, ქართული დიასპორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხერპლი მოჰყვა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)