|
2019-04-08 17:36:47, 1365 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა“ აკადემია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას აცხადებს
თეგეტა აკადემია აცხადებს მიღებას ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების (დუალური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, კურსი მოიცავს 81 კრედიტს, სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს წელიწადს და რვა თვეს. აქედან თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილია 8 თვე, ხოლო პრაქტიკული ნაწილი მოიცავს საწარმოში მუშაობას ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით. მსურველები გადიან შერჩევის სამ ეტაპს - რეგისტრაცია, ტესტირება და გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ელექტრონული წესით მოცემულ ლინკზე -https://bit.ly/2I6OP7g პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს 13 აპრილამდე. თეგეტა აკადემიამ ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებით, მოიპოვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება და გახდა საქართველოში პირველი კერძო კოლეჯი, რომელიც განახორციელებს საავტომობილო ტრანსპორტის შეკეთების მიმართულებით პროგრამას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით. სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების კონცეფცია საქართველოში სიახლეა, ამ მოდელში სამუშაო და სასწავლო გარემო მჭიდროდაა დაკავშირებული და სტუდენტები სწავლობენ ზუსტად იმას, რასაც მოგვიანებით პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ. თეგეტა აკადემია დაარსდა 2013 წელს, სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, კომპიუტერული ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით და საკონფერენციო დარბაზით. იგი წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას ავტოინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლო ცენტრის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემიაში ყოველწლიურად 1350-მდე პირი გადის სწავლებას, მათგან საუკეთესო სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს თეგეტა მოტორსი. მხოლოდ გასულ წელს თეგეტა მოტორსმა 500-მდე ახალი კადრი დაასაქმა. “თეგეტა აკადემიის“ ტრენინგ კურსებს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, შელი, მიშელინი, ტოიოტა და სხვა.
(R)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)