03:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 17:17:51, 1725 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ესაა მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველო სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის უსაფრთხო ქვეყანაა

ბათუმი ძალოსანთა 50-ე საიუბილეო ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.  საზეიმო გახსნის ცერემონიას დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვ რომ ბათუმისთვის, როგორც ევროპის სპორტული ქალაქისთვის, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სიმბოლურია და ზრდის რეგიონის და ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე - ,,ესაა მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველო არის სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის მიმზიდველი, უსაფრთხო ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ასეთი კლასის სპორტულ მოვლენებს შესაბამისი მაღალი სტანდარტით შეხვდეს„ .

ჩემპიონატში მონაწილეობას 42 ქვეყნის 400-მდე ძალოსანი მიიღებს, სულ გათამაშდება  180 სინჯის მედალი. გარდა ევროპის ჩემპიონის ტიტულისა,  ძალოსნები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ, რაც  ჩემპიონატს ორმაგ მნიშვნელობას ანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ პირველობაზე ქართველი და უცხოელი 100-მდე ჟურნალისტია  აკრედიტირებული და ჩემპიონატის პირდაპირი ტელეტრანსლაციას Eurosport-ი 40 საათის განმავლობაში 60-მდე ქვეყანაში განახორციელებს.

ჩემპიონატი ბათუმში 13 აპრილამდე გაგრძელდება. ის ახალ აშენებულ სპორტის სასახლეში გაიმართება. ჩემპიონატის ფარგლებში ქალაქი 1000-მდე სტუმარს ელოდება.   

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics