23:29 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 16:27:01, 1127 ნახვა

საზოგადოება
WHO: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მის უმთავრეს მიზანს წარმატებით ახორციელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიღწევების და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ სტატია გამოაქვეყნა

როგორც ჯანმოს საქართველოს ოფისის დირექტორმა მარიან ივანუშამ აღნიშნა, 2013 წელს საქართველოს ახლად არჩეულმა მთავრობამ აამოქმედა “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა”, რომელმაც მოკლე ხანში უპრეცედენტოდ გაზარდა ქვეყნის მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებაზე.

ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცალსახად აჩვენა პროგრამით მოსარგებლეების კმაყოფილება და “ჯიბიდან გადახდების” კლების ტენდენცია.
მიუხედავად მნიშვნელოვნად გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტისა, გლობალურად მზარდი ჯანდაცვის დანახარჯების პირობებში აუცილებელია დამატებით ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის” მდგრადობას, ხოლო მეორეს მხრივ მთავრობის მიერ გაწეული ხარჯებით კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას მოსახლეობისათვის.

სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ამ მიზნების მისაღწევად შემუშავდა რეფორმების ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების ახალ სისტემაზე-DRG (“დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების”) გადასვლას. 

ამ სისტემის შემოღება ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო მეტად მიმართვას პაციენტის ინტერესებზე, ბევრად გამჭვირვალეს გახდის სამედიცინო მომსახურებას კლინიკებში, რაც საბოლოო შედეგის სახით მოგვცემს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სამედიცინო მოვლის ხარისხს.
 
“ქვეყნის  ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების გზაზე ჯანმოს საქართველოს ოფისი კოორდინაციას უწევს რეფორმას, რომლის მიზანიცაა ახალი სისტემების ეფექტიანი დანერგვა”
 
 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics