2019-04-04 18:21:53, 1140 ნახვა
საზოგადოება
მართლწესრიგის ოფიცრები და მეხანძრე-მაშველები N213-ე ბაღში იმყოფებოდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები თბილისის N213 ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.
მართლწესრიგის ოფიცრები და მეხანძრე-მაშველები ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას, თანამშრომლებსა და მშობლებს უსაფრთხოების წესების შესახებ ესაუბრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბაგა-ბაღის აღსაზრდელებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და თავიანთი აღჭურვილობა დაათვალიერებინეს.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,