|
2019-04-04 12:06:45, 986 ნახვა
საზოგადოება
King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში პირველი დეველოპერული პროექტი გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში პირველი დეველოპერული პროექტი გაიხსნა. საქართველოში პირველი ორ-დონიანი მექანიზებული პარკინგი ქალაქში ავტოპარკინგის პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მრავალდონიანი მექანიზებული ავტოსადგომების შექმნა სრულად პასუხობს ქალაქში არსებულ გამოწვევებს. „საქართველოს ბანკი“ მოხარულია, რომ არის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე და ფინანსური პარტნიორი, როგორიც King David-ია. საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ეკონომიკურად გამართული პროექტების განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. King David-ის ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქში არსებულ პარკინგის პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს, რაც ქალაქს მოძრაობის განტვირთვაში დაეხმარება. რაც შეეხება მთლიან პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსურ მონაწილეობას, კომპლექსის მშენებლობაში საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსების მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა. აღსანიშნავია, რომ მრავალდონიანი მექანიზებული პარკინგი King David პირველი დეველოპერული პროექტია. King David -ის მრავალფუნქციური კომპლექსი აღჭურვილია 296 საპარკინგე ადგილით, მექანიზებული პარკინგის დამატების შემდეგ კი ავტოპარკინგის საერთო რაოდენობა 605-ს მიაღწევს. King David 70 მლნ დოლარის ინვესტიციაა, რომელმაც თბილისში ცათამბჯენების მშენებლობის პრეცედენტი შექმნა და 5 ვარსკვლავიან ცხოვრების სტილს ჩაუყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი King David აერთიანებს A კლასის ბიზნეს ცენტრს, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ რეზიდენციებს, გამაჯანსაღებელ-რეკრეაციულ ზონას და კვების ობიექტებს. ამ ეტაპისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი - KDR დასრულებულია, King David ბიზნეს ცენტრის 87% დატვირთულია, ფუნქციონირებს 300 სტუმარზე გათვლილი KD Café, Sky Hall-ის საკონფერენციო დარბაზი, მუშაობს იტალიური ბარ-რესტორანი XVII • Seventeen და 120 ადამიანზე გათვლილი საერთო სამუშაო სივრცე KD4US.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)