|
2019-04-04 11:41:29, 1114 ნახვა
საზოგადოება
იაპონიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები: ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს
„ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე" - ამის შესახებ ტოკიოში, იაპონიის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის" სათაო ოფისში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციაზე აღინიშნა. ღონისძიება გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო" ფარგლებში გაიმართა და მას „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის" პარტნიორი კომპანიების დირექტორები, იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს საქართველოში ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებები „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის" თავმჯდომარემ და კომპანია „სონის" დირექტორმა შუძო სუმიმ და ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა ჰიტოში ქუსანომ გაუზიარეს. ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე ცნობილმა სომელიემ აძუსა სეგავამ ისაუბრა, ხოლო იაპონიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა, დავით გოგინაშვილმა სტუმრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, საინვესტიციო კლიმატისა და ქართულ-იაპონური ურთიერთობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართა. სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე. ასევე ხაზი გაესვა, რომ ღვინის გარდა საქართელო ასევე საინტერესოა ტურიზმის, ინვესტიციების დაბანდებისა და ვაჭრობის კუთხით. პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო", რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო" არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse" გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო" 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)