|
2019-04-03 15:08:06, 1190 ნახვა
საზოგადოება
OSGF: მოსახლეობის 17,8% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროება ხდება
„ღია საზოგადოება - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 17,8% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე ხდება სექსუალურ შევიწროება; თბილისში ასე მოსახლეობის 26,9% ფიქრობს, ხოლო რეგიონებში - 14%. საგულისხმოა, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმება ქალების 21,2%, ხოლო კაცების 13,7%. გარდა ამისა, გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უფლების ყველაზე ხშირი დარღვევა არასათანადო ანაზაღაურებაა, 64%-ის აზრით, ეს არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ხოლო 57% შრომითი უფლებების ყველაზე ხშირ დარღვევად სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევას ასახელებს. კითხვაზე - შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელია თუ არა, რომ სასამართლო დაგეხმარებათ - მოსახლეობის 41,2% პასუხობს, რომ უფრო არ არის მოსალოდნელი; დადებითი მოლოდინი აქვს 38,5%-ს (არ ვიცი/უარი პასუხზე: 20,3%). გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3,4%-ია გაერთიანებული პროფესიულ კავშირში. პროფკავშირის წევრობის მაჩვენებელი თითქმის იდენტურია როგორც თბილისისა და რეგიონების, ისე ქალებისა და კაცების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო ნაკლებად არიან პროფკავშირის წევრები (0.4%), ვიდრე 35-54 წლის ადამიანები (5.8%). კითხვაზე - ისურვებდით თუ არა, გახდეთ პროფკავშირის წევრი - საქართველოს მოსახლეობის 6,8% დადებითად პასუხობს. უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები უფრო ხშირად გამოთქვამენ ასეთ მზადყოფნას (10,4%) ვიდრე საშუალო ან უფრო დაბალი საფეხურის განათლების მქონე ადამიანები (4.9%). კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2.9%-ია, თუმცა, ღია საზოგადოების ფონდის ინფორმაციით, თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)