|
2019-04-02 19:06:16, 1135 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტის მონაწილეებმა მათი კვლევების პრეზენტაცია გამართეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტის მონაწილეებმა მათი კვლევების პრეზენტაცია დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამართეს. სტუდენტური კვლევითი პროექტი საქართველოს პირველი რესპულიკის ისტორიას შეეხება. პროექტში მონაწილეობისათვის კონკურსის წესით შერჩეული ოთხი სტუდენტი ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში ორი თვის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თემაზე: · „კულტურის პოლიტიკა 1918-21 წლების საქართველოში" (სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი თათია ბარბაქაძე); · „ბოლშევიკური ამბოხი დუშეთის მაზრაში 1918 წელს" (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებების ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ლაშა ჩანტლაძე); · „1919 წლის გურიის ბოლშევიკთა აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ" (თსუ-ის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი ქეთევან სიხარულიძე); · „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობა" (კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ირაკლი სილინი). პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების შესწავლა, დასკვნების გამოტანა და გააზრება; იმ სტუდენტთა წახალისება, რომელთაც სურთ მომავალში იკვლიონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევრისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, რაშიც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფას და საჭირო მასალაზე - საარქივო პირველწყაროზე - მუშაობა. სტუდენტურ პროექტს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი.
(NS)
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)