00:15 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 12:28:18, 1549 ნახვა

საზოგადოება
რა პროდუქციაში გამოვლინდა ტყვიის მაღალი შემცველობა - კვლევის შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა სამშენებლო მასალებში, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში.

NGO-ებმა თბილისის სხვადასხვა უბანში, მოხმარების ნივთის სინჯების ლაბორატორიული ანალიზი ჩაატარეს. სულ 300-მდე ყოველდღიური მოხმარების საგანი იქნა შესწავლილი.

კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ. 

„ყოველ მეხუთე ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა. სუნელში, ყვითელ ყვავილში 246-ჯერ მეტი იყო ნორმაზე ტყვიის შემცველობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ეფექტურად. 33 სინჯიდან 14-ში აღმოჩნდა ტყვია ჭარბი რაოდენობით. აღსანიშნავია ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, რომელიც ცემენტისგან არის დამზადებული, გაჯი, საღებავი, როგორც ინტერიერის კედლის, ასევე კარ-ფანჯრის საღებავი.ასევე აღმოჩნდა, კორიანი, რომელიც არის ხელოვნური ქვა“, - განაცხადა კვლევის ავტორმა, ნოდარ ყანდიაშვილმა.

გარდა ამისა, ტყვის დიდი შემცველობა აღმოჩნდა სათამაშოებშიც.

"სამშენებლო მასალების შემდეგ, მოდის სათამაშოები, რომლითაც ბავშვები საკმაოდ ხშირად თამაშობენ. შემდეგ მოდის საკანცელარიო ნივთები. ტყვია აღმოაჩნდა ისეთ სათამაშოებში, როგორიცაა კუბიკ-რუბიკი, მეტალის მანქანები, რომელიც მალაიზიაშია დამზადებული, პლასტმასის მანქანაშიც აღმოჩნდა და პაზლებში. გოგოს თოჯინებში არ აღმოჩენილა", - განაცხადა ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა გურანდა ავქოფაშვილმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics