|
2019-04-01 17:39:39, 1527 ნახვა
კომენტარი
რატიანი „ლიბერალიზმის“ ამოღებაზე: „ოცნება“ დასავლურ, მათ შორის თანამედროვე ქართული ცნობიერების საფუძველს ებრძვის
„ქართული ოცნება“ სწორედ იმას ებრძვის, რაც მთელი დასავლური, მათ შორის თანამედროვე ქართული ცნობიერების საფუძველს წარმოადგენს", - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა მმართველი გუნდის ახალი ინიციატივა. მისივე თქმით, სიტყვა „ლიბერალიზმის“ საფუძველზე ილია ჭავჭავაძეც საუბრობდა. „ესენი სწორედ იმას ებრძვიან, რაც მთელი დასავლური, მათ შორის თანამედროვე ქართული ცნობიერების საფუძველს წარმოადგენს. ამ საფუძველზე საუბრობდა ილია ჭავჭავაძე და ამბობდა, რომ ლიბერალიზმი არის თანამედროვე ერის, სახელმწიფოს, პიროვნების თავისუფლების და ზოგადად პლურალიზმის საფუძველი“, - ამბობს რატიანი. ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)