|
2019-04-01 17:26:26, 1454 ნახვა
კომენტარი
ქანთარია: ლიბერალიზმი პოლიტიკური მიმართულებაა და ამ სიტყვის გამოყენება სხვადასხვა ინტერპრეტაციითაა შესაძლებელი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ეხმაურება. დეპუტატის თქმით, თუ ლიბერალიზმში თავისუფლებას გულისხმობენ, კანონში თავისუფლება სიტყვიერად შეიძლება იყოს მითითებული. „ტერმინს რატო ეკიდებიან ასე, არ მესმის. თუ ლიბერალიზმში თავისუფლებას გულისხმობენ, იქ თავისუფლება სიტყვიერად არის მითითებული. ამ ტერმინის ამოღების ინიციატივა იმიტომ გაჩნდა, რომ ლიბერალიზმი პოლიტიკური მიმართულებაა და ამ სიტყვის გამოყენება სხვადასხვა ინტეროპრეტაციით არის შესაძლებელი და რაც დრო გადის უფრო ემატება გადამთარგმნელები. ეს სიტყვა ზოგისთვის სალანძღავია, ზოგი ამოფარებულია ამ სიტყვას, ამიტომ ვთქვით, რომ საუკეთესო რაც არის, დავწეროთ ქართულად, მაგალითად თავისუფალი აზროვნება, პატივისცემა და ა.შ.“, - აცხადებს ქანთარია. ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)