|
2019-04-01 17:11:38, 1479 ნახვა
კომენტარი
ბესელია მოსამართლეების კანონპროექტზე: კობახიძის კაბინეტის ვერსიაში პარლამენტის როლი დაკნინებულია
„არ ვიცი, ამაზე მეტი რა შეიძლება წარმოიდგინო, მოიფიქრო ხუთ დონიანი ფილტრი და ეს სია ისე დაჩეხო და დაწურო, რომ შენთვის სასურველ გვარებამდე დაიყვანო“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელიას შეფასებით, კანონპროექტის მიხედვით იუსტიციის საბჭოს დიდი უფლებები აქვს მინიჭებული. „კობახიძის კაბინეტის ვერსიაში პარლამენტის როლი არის დაკნინებული და იუსტიციის საბჭოს ასე გაშლილი ფრთები აქვს. არ ვიცი, ამაზე მეტი რა შეიძლება წარმოიდგინო, მოიფიქრო ხუთ დონიანი ფილტრი და ეს სია ისე დაჩეხო და დაწურო, რომ შენთვის სასურველ გვარებამდე დაიყვანო. პოლიტიკური პროცესი თუ პოლიტიკური კონტექსტი ერთია, რაც რეალობას ქმნის და უნდა გავითავისოთ. წმინდა სამართლებრივად ის, რომ არც ერთი ქვეყნის მოდელს არ ჰგავს და დაიწერა იმ ადამიანების მიერ ვინც თავისთვის წერს ხოლმე კანონპროექტებს, ეს უკვე ცუდის ნიშანია და მეტყველებს იმაზე, რომ პროცესი ჯანსაღად არ მიდის“, - განაცხადა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)