|
2019-04-01 13:15:54, 1516 ნახვა
რეგიონი
ბათუმმა ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლა
ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ გაიმართა. ფესტივალის სტუმრებმა ტურიზმის საკანონმდებლო რეგულაციები, ტურიზმის პოლიტიკა, კლიმატური ცვლილებებისა და ტურიზმის განვითარების ურთიერთქმედება განიხილეს. ფესტივალს ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი, რომელმაც კოლეგებთან ერთად სეზონურობის დაძლევასა და ამ მიმართულებით დეპარტამენტის სტრატეგიაზე ისაუბრა. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტრატეგიის მიზანი აჭარაში სეზონურობის დაძლევა და რეგიონის, როგორც ოთხივე ტურისტულ სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაა. არაქტიურ სეზონზე ფესტივალები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები მთიანი აჭარის მიმართულებით ერთ-ერთი წინაპირობაა რეგიონში ტურისტების მოზიდვისა. სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ამ კუთხით მთავარი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი იქნება, სადაც 133 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება. რამდენიმე წელში ჩვენ გვექნება ტურისტული ინფრასტრუქტურითა და ობიექტებით მოწყობილი მაღალი კლასის სამთო-სათხილამურო კურორტი. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის კუთხით. ამ ეტაპზე მუშაობა ჭვანასა და ჩირუხის პროექტებზე მიმდინარეობს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა. ფორუმზე პანელური დისკუსიების შემდეგ დარგის სპეციალისტებმა მარკეტინგზე, კულტურაზე, მეწარმეობაზე ისაუბრეს, რაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ტურიზმს. ფესტივალს სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, ტურისტული ობიექტებისა და ტურისტულ ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალი კლუბ „გეითისა“ და „ბოტანიკოს“ ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც გარდა ტურიზმის ფორუმისა რეგიონალური კულინარია და სტარტაპების გამოფენა მოეწყო. სტარტაპების გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა პროფილის კომპანიის მაღალ-ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. ფესტივალ “ტურისტერის“ ერთ-ერთი მიმართულება ასევე იყო აჭარული სამზარეულოს პრომოუშენი. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ნაკლებად ცნობილი ლაზური და აჭარის მთის კულინარიული პროდუქტები. ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
(NS)
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)