|
2019-03-31 14:00:37, 2379 ნახვა
კომენტარი
ვლადიმერ ზელენსკი - საქართველო ძალიან მიყვარს
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მას საქართველო ძალიან უყვარს, მათ შორის ქართული სამზარეულო. ამის შესახებ ზელენსკიმ ხმის მიცემის წინ ქართველ ჟურნლისტებს განუცხადა. „მე მიყვარს საქართველო. ძალიან მომწონს უკრაინული, ქართული და იტალიური სამზარეულო. საშიშია საქართველოში ჩამოსვლა, რადგან როცა ჩამოვდივარ, მინიმუმ ოთხი კილოგრამით მეტი ვბრუნდები. ძალიან მომწონს თბილისი და მცხეთა. თუ არ ვცდები, საქართველოს ძველი დედაქალაქია“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 39 კანდიდატია დარეგისტრირებული. პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენქვეყნის ტერიტორიაზე 199 საარჩევნო ოლქია. სულ 29 888 საარჩევნო უბანი მოქმედებს, საზღვარგარეთ კი 101 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ, შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ, გაერთიანების „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე იური ბოიკომ, „სამოქალაქო ოპოზიციის“ ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ, რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ და სხვებმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)