02:01 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-30 12:42:20, 1826 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ბავშვის ზრდის/განვითარების მონიტორინგის ახალი მექანიზმი ინერგება

გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით შედეგად აჭარაში 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდისა და განვითარების ზედამხედველობის სისტემა ინერგება.

ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ინიციატივა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. 0-დან 6 წლამდე ბავშვების შესახებ მონაცემები შევა ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ელექტრონული სისტემაში, რომელიც თავის მხრივ, უკავშირდება დაბადების რეესტრს. ბავშვის დაბადებისთანავე ინფორმაცია ჩნდება სისტემაში და შესაბამისად, პირველადი ჯანდაცვის გუნდი ინფორმირებულია მის უბანზე ახალშობილის შემოსვლასთან დაკავშირებით, რაც ქმნის ექიმისა და ექთნის პრო-აქტიული მოქმედების საფუძველს.

აღნიშნული პროექტის პილოტირება ხდება აჭარაში. პირველადი ჯანდაცვის ექიმები და დამხმარე სამედიცინო პერსონალი ვალდებულნი არიან, შეიყვანონ ბავშვის შესახებ მონაცემები პორტატულ ელექტრონულ ტაბლეტებში. პლანშეტებით აღჭურვილი პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალები ივლიან ოჯახებში და მოახდენენ ბავშვების მონიტორინგს, ოჯახების კონსულტირებას ბავშვის ზრდისა და განვითარების შესახებ. ექიმები აფასებენ ბავშვის განვითარების ტრაექტორიას, ბავშვის კვებას, მოახდენენ ბავშვის უგულებელყოფის და მასზე ძალადობის იდენტიფიცირებას. გაეროს ბავშვთა ფონდმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე შეიძინა 107 ცალი პლანშეტი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გადაეცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა პირველადი ჯანდაცვის ბრიგადას. ელექტრონული სისტემის საშუალებით პირველადი ჯანდაცვის მუშაკები ასევე აფასებენ ოჯახის ეკონომიკურ პირობებს და კონსულტაციას უწევენ დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო დახმარების მიღებაში. მოდული ასევე აფასებს დედის ჯანმრთელობას მშობიარობის შემდგომ პერიოდში და შესაძლებელს ხდის დროულად გამოვლინდეს დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები.

აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის, განსაკუთრებით კი ბავშვზე მეთვალყურეობის კომპონენტის, გაუმჯობესებას და იმ ოჯახების დახმარებას, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები. საპილოტე რაიონების სოფლების პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ექიმებმა და ექთნებმა, გაიარეს დამატებით გადამზადება ბავშვთა განვითარების საკითხებზე. ამ ეტაპზე სულ გადამზადდა 120 პროფესიონალი. პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის მანძილზე ჯანდაცვის პროფესიონალებმა აჭარაში აღნიშნული სისტემით უკვე დაარეგისტრირეს 650 ბავშვი. ეს ნიშნავს, რომ ამ ბავშვების შესახებ სისტემაში შევიდა მონაცემები და მიმდინარეობს მათი განვითარების მონიტორინგი. ბავშვის სრულყოფილი განვითარებასათვის კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მის სწორ მოვლასა და მზრუნველობას ადრეულ ასაკში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics