00:58 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 15:19:58, 1387 ნახვა

საზოგადოება
დათუნაშვილი - ჭიდაობის ფედერაციამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომცა

ევროპის ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მისცეს. 

დათუნაშვილის განცხადებით, თუ ის თვითნებურად იასპარეზებს სხვა ქვეყნის სახელით მას სანქციები დაეკისრება, კერძოდ კი, 2 წლით მისი დისკვალიფიკაცია მოხდება. 

"როგორც 23 თებერვალ განვაცხადე გეგა გეგეშიძისა და მისი გუნდის ფედერაციის სათავეში ყოფნის პირობებში ნაკრებთან ერთად ვარჯიშს აღარ გავაგრძელებდი. პრეზიდიუმის წევრებს ვუთხარი, რომ თუკი ისინი არ აპირებენ გეგა გეგეშიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, მაშინ ჩემთვის მოეცათ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება, რადგან სპორტული კარიერა შემენარჩუნებინა. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს. არ ვიცი, მოხდა თუ არა რომელიმე უწყებაში ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა ჭიდაობის ფედერაციისგან მივიღე პასუხი რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი დავისჯები ორწლიანი დისკვალიფიკაციით და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობის უფლება აღარ მომეცემა. მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემთვის ჭიდაობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითქმის 22 წელია ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, თუმცა ახლა, 27 წლის ასაკში, დავდექი ამ მოცემულობის წინაშე - იძულებული გამხადეს კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო. ვიცი, რომ პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა საბოლოო გადაწყვეტილებას, ამ ხნის განმავლობაში მომდიოდა უამრავი შეტყობინება, შესაბამისად თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებისთვის გამეცნო პასუხი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტისგან მივიღე", - ნათქვამია დათუნაშვილის განცხადებაში. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics