|
2019-03-28 18:42:35, 1800 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ დასავლეთ შავი ზღვისპირეთთან წყალქვეშა კაბელით დაკავშირების პროექტი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში წარადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომაში მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემებს შორის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ამ მხრივ, უკვე გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის არსებული ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებასა და ადგილობრივი ენერგოსისტემის ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციას. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული მდებარეობას ევროპასა და აზიას შორის, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა საქართველოს გავლით ე.წ. ენერგეტიკული „ხიდის" განვითარებისთვის. მინისტრის მოადგილემ დაასახელა კონკრეტული პროექტი, რომელიც საქართველოს დასავლეთ შავი ზღვისპირეთის ქვეყნებთან დააკავშირებს. საუბარია შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემებს დააკავშირებს. აღნიშნული პროექტი ქართულმა მხარემ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში უკვე წარადგინა ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტული პროექტის სტატუსის მოსაპოვებლად. ნათია თურნავამ ასევე დაასახელა სხვა ტრანზიტული პროექტები, რომლებშიც საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი და საერთაშორისო ინვესტიციების ხელშემწყობი ქვეყანა დასახელდა. ტრანზიტულ პროექტებს შორისაა სამხრეთ გაზის დერეფანი, რომლის შემდგომი განვითარების ეტაპით, უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის ცენტრალური აზიიდან ევროპის ბაზრისთვის მიწოდება. „საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს მსგავსი პროექტების განვითარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებაა“, - განაცხადა თურნავამ.
(NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)