|
2019-03-28 18:22:30, 1667 ნახვა
კომენტარი
ქობულია გამორიცხავს, რომ საბანკო რეგულაციები, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, სრულად გაუქმდეს
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გამორიცხავს, რომ საბანკო რეგულაციები, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, სრულად გაუქმდეს. მინისტრის განმარტებით, საბანკო რეგულაციები იმისთვის მიიღეეს განსაზღვრულ პიროვნებებს, ვისაც არ ჰქონდა ვალდებულების გასტუმრების საშუალება, სესხი ვერ აეღოთ. ქობულიას თქმით, პროცესზე დაკვირვების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას რეგულაციებში კორექტირება შეიტანონ თუ არა. „ავირჩიეთ მიმართულება, რომელსაც არ გადავუხვევთ. ამ მიმართულების შიგნით შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ციფრების კოეფიციენტის და სხვადასხვა ელემენტების კორექტირება, მაგრამ ვექტორები და მიმართულებები არ შეიცვლება. ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ვაკვირდებით პროცესს და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადავწყვიტავთ საჭირო გახდება თუ არა კორექტირება. ეს რეგულაციები იმიტომ იყო მიღებული, რომ განსაზღვრულ პიროვნებებს ვისაც არ ჰქონდა ვალდებულების გასტუმრების საშუალება სესხი ვერ აეღოთ. ამ რეგულაციების სრულად გაუქმება აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენ არჩეულ ვექტორებს არ გადავუხვევთ. რეგულაციები იმისთვის არის განსაზღვრული, რომ დავიცვათ მოსახლეობა და განსაკუთრებით, მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი შრეები იმისგან, რომ არ აიღონ უაზრო კრედიტები“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)