|
2019-03-28 12:53:29, 1641 ნახვა
კომენტარი
კილაძე: შეშფოთებული ვარ, რომ პირადი კადრების გავრცელების ე.წ. დამკვეთებზე გასვლა ვერ მოხდა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე სოფო კილაძე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებას ეხმაურება. როგორც კილაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ ეს საქმე უნდა გამოიძიოს. ამასთან, კილაძე ჟურნალისტებთან აფასებს ბესელიას განცხადებას, სადაც კილაძე მორალური ტერორის მონაწილეებს შორის არის მოხსენიებული. „კიდევ ერთხელ ვამბობ - მართლაც შეშფოთებული ვარ, რომ საბოლოოდ ვერ მოხდა პირადი კადრების გავრცელების ე.წ. დამკვეთებზე გასვლა, თუმცა აბსოლუტურად გაუგებარი და არასერიოზულია აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება. ფარული ჩანაწერის გავრცელების გამოძიებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ყველა ქვეყანაში ასეა. ხელისუფლებამ რომ უნდა გამოიძიოს ეს საქმე, ცხადზე ცხადია“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)