01:01 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 12:20:33, 1181 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა

 „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და  „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით 16-17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელი ნიცა სირაძე ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში.

საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე - „ტყუილი სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჭეშმარიტება დროს უძლებს“. წელს კონკურსში მონაწილეობა 95-მა ახალგაზრდამ მიიღო.

„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის  პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აღნიშნულ კონკურსს მე-9-ე  წელია უჭერს მხარს. მიგვაჩნია, რომ საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია ინგლისური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში კიდევ ერთი ახალგაზრდა გაემგზავრება. საერთო ჯამში, 8  წლის განმავლობაში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ლონდონში უკვე 7 ახალგაზრდა გაემგზავრა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

საჯარო მეტყველების კონკურსი საერთაშორისო პროექტია, რომლის განხორციელებითაც  საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ახალგაზრდების  საერთაშორისო ორატორთა კონკურსის ფინალში  მონაწილეობას, რომელიც წელს ლონდონში 39-ედ იმართება.

 

 

 

(R)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics