|
2019-03-27 18:50:44, 1217 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სოციალური მუშაობის 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო
„ბენეფიციარებს სერვისები შეფერხების გარეშე მიეწოდებათ“, - ეს განცახდება დავით სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მინისტრის განმარტებით, უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რათა ბენეფიაციარებს სერვისები უწყვეტად მიეწოდოს. „დღეს დამატებით 15 შტატგარეშე თანამშრომელი ავიყვანეთ. კიდევ 20-ის აყვანის შესახებ სავარაუდოდ, ხვალ, მთავრობის სხდომაზე მივიღებთ ნებართვას და ავიყვანთ. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვიწია მსგავს რეჟიმში მუშაობა, დამატებით კიდევ მინიმუმ 30 თანამშრომლის აყვანა დაგვჭირდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს გააცნო 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც სოციალურ მუშაკებთან თანამშრომლობით შეიქმნა. დავით სერგეენკომ მოუწოდა გაფიცულ სოციალურ მუშაკებს გააგრძელონ მუშაობა სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული სამოქმედო გეგმის დასახვეწად და განსახორციელებლად. გეგმის პირველი პუნქტი „სოციალური მუშაკების სამუშაობის რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას“ გულისხმობს. უკვე დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული საქმეებისგან სოციალური მუშაკები უკვე განტვირთულნი არიან. დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნეს პროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზირებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში. მეორე პუნქტი „უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება“-ს გულისხმობს, უკვე შექმნილია სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილნი არიან სოციალური მუშაკები, სამინისტროს და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. მესამე პუნქტი ტექნიკურ ხელშეწყობას ითვალისწინებს. უკვე შესწავლილია სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში არსებული მდგომარეობა კონფიდენციალური საუბრების ოთახებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. 15 აპრილამდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში. აპრილის ბოლომდე დასრულდება ყველა არსებული და საჭირო რესურსის აღწერა. მეოთხე პუნქტი სოცმუშაკთა პროფესიულ მხარდაჭერას გულისხმობს. უკვე დაწყებულია სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს შექმნა. უახლოესი დღეების განვალობაში იქნება მონახაზი სოცმუშაკთა ფუნქციების გაწერის და თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმების შესახებ. მოხდება რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა. გარდა ამისა, დაგეგმილია ფსიქოლოგებისა და იუსრიტების დამატება. თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი ფსიქოლოგი დაემატება. ასევე, შესაძლებელია სისტემაში მომუშავე სხვა ფსიქოლოგების ჩართვაც. რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 იურისტი დაემატება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია. 2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე. ყოველ წელს გაიზრდება სოციალური მუშაკების რაოდენობა და გადაიხედება მათი სახელფასო განაკვეთის ზრდაც, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)