|
2019-03-27 16:23:11, 1717 ნახვა
კომენტარი
ნათელაშვილი: 11 აპრილს ივანიშვილს მივადგეთ სასახლესთან და ავიყვანოთ სახალხო შინაპატიმრობაში
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან 11 აპრილს აქციის გამართვას აანონსებს. აღნიშნული განცხადება ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციაზე განაცხადა. "11 აპრილს ბიძინა ივანიშვილს მივადგეთ სასახლეში და სახალხო შინაპატიმრობაში ავიყვანოთ. ბრძოლა არ გაჩერდება. ჩვენ დავიცავთ ტაქსისტთა უფლებებს, ჩვენ დავიცავთ ერის უფლებებს, ჩვენ დავიცავთ პედაგობების, პენსიონერების უფლებებს, ჩვენ დავიცავთ ქართული საზოგადოების არსებობის უფლებას და ვაცხადებთ, შემდგომი აქცია უკვე სოლოლაკში ჩატარდება", - მიმართა აქციაზე შეკრებილებს ნათელაშვილმა. ცნობისთვის, რუსთაველის გამძირზე ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ტაქსის მძღოლები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ რომლის თანახმადაც მანქანების თეთრად გადაღებვა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლა მოუწევთ. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის ცენტრალური გამზირი ნაწილობრივ გადაკეტეს, რის გამოც მათსა და სამარტალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ინციდენტის დროს პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)