|
2019-03-27 11:05:15, 912 ნახვა
საზოგადოება
ავტობუსების ტენდერში მეორე პრეტენდენტის მიერ კომპანია BMC-ს ბრენდის ავტობუსები არის წარმოდგენილი
თბილისის ავტობუსების ტენდერში მეორე პრეტენდენტად განიხილება კომპანია შპს „ინტერავტო თრეიდინგი“, რომელიც ქალაქის მოსახლეობას კომპანია BMC-ის მიერ წარმოებულ ავტობუსებს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ მათ მიერ შეთავაზებულია ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლის ექსპლოატაციის პერიოდი გაცილებით მეტია ამ კლასის სხვა მწარმოებლებთან შედარებით. BMC-ის ავტობუსები გამოირჩევა როგორც გამძლეობით, ასევე ტევადობით და კომფორტით. BMC-ის ავტობუსებს თავისი სიმძლავრიდან, აგებულებიდან, საბურავების და დისკების ზომიდან გამომდინარე შეუძლია 20%-ით მეტი მგზავრის გადაყვანა, რითაც ფოკუსირდება მომხმარებლებისათვის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზებაზე. აღსანიშნავია, რომ BMC-ის ავტობუსები სრულ შესაბამისობაშია ჩვენს საგზაო რელიეფთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისი მთაგორიანი ქალაქია და ქალაქგარეთ კოჯრისა და წყნეთის მხარეს საკმაოდ დახრილი რელიეფია სერპანტინებით. შესაბამისად მსგავს რელიეფზე ეფექტური მოძრაობისათვის უფრო მეტი სიმძლავრეა საჭირო, ძრავის სასიცოცხლო ციკლის დაცვის და საწვავის მომხმარების გადაჭარბებისაგან თავიდან აცილების მიზნით. კომპანია „ინტერავტო თრეიდინგის“ სერვის პარტნიორი გახლავთ „თეგეტა მოტორსი“, რომელიც 24 წელია მუდმივად ინარჩუნებს საქართველოს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით. BMC დაარსდა 1964 წელს ბრიტანულ კომპანია BRITISH MOTOR COMPANY-სთან თანამშრომლობით და აწარმოებს საქალაქო ავტობუსებს, სამხედრო ტექნიკას, სატვირთო და კომერციულ ავტომობილებს. მათ მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობს მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები. BMC თურქეთის ერთ-ერთი ძირითადი კომერციული და სამხედრო ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიერ წარმოებულ ტრანსპორტს ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 50%-ზე მეტი უჭირავს. BMC საავტომობილო წარმოებაში გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით და თანამედროვე საწარმოო დანადგარებით, ასევე პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, მაღალკვალიფიციური კადრებით და წარმოების მაღალი შესაძლებლობებით. BMC-ის მიერ წარმოებული პროდუქცია შემუშავებულია უმაღლესი საინჟინრო შესაძლებლობებით და მოწინავე საწარმოო ტექნოლოგიებით, შესაბამისად გადის ყველა საექსპლოატაციო გამოცდას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. BMC თავის ავტობუსებში ძირითადად იყენებს ამერიკული კომპანია Cummins-ის და გერმანული კომპანია MAN-ის ძრავებს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყოს მაღალი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემები, ექსპლოატაციის ხანგრძლივი პერიოდი, ეკონომიურობა და კომფორტული ინტერიერი.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)