|
2019-03-25 12:46:45, 1000 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინო საფრანგეთში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus“-ზე იყო წარმოდგენილი
ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი. ფესტივალში ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ. „Salon Bacchus"-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის "LE PONT CAUCASIEN"-ის მიერ იყო წარმოდგენილი. „როგორც ყოველთვის, ქართული ღვინის სტენდთან 3 დღის მანძილზე ხალხმრავლობა იყო. საერთო ვიზიტორთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფესტივალებში მონაწილეობა. ამ გზით ქართულ ღვინოს ჩვენ მივიტანთ უშუალოდ მომხმარებლამდე და ცნობადს გავხდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შედეგად ღვინის პროფესიონალები, რესტორნები, ღვინის მაღაზიები და ღვინის ბარები უფრო დაინტერესდებიან ჩვენი ღვინით" - აღნიშნა "LE PONT CAUCASIEN"-ის დირექტორმა ილია კახოიძემ. საფრანგეთში ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება მზარდია. 2018 წელს საქართველოდან საფრანგეთში 113 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 7%-ით აღემატებოდა 2017 წლის მონაცემებს. მიმდინარე წლის 2 თვის მონაცემებით ექსპორტირებული 17 ათას ბოთლზე მეტი, რაც 24%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)