|
2019-03-22 10:03:38, 1002 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა
კრწანისის რაიონში, კერძოდ, ფონიჭალაში, მიმდინარე წელს ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა. როგორც კრწანისის რაიონის გამგებელმა მოქალაქე ნანა გასვიანის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, ფონიჭალა 3-ში, მე-11 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე სისტემის სრულად მოწესრიგებისა და წლების განმავლობაში არსებული დატბორვის პრობლემის მოხსნის შემდეგ, გამგეობა იქ სკვერის მოწყობას გეგმავს. „იმის გამო რომ აღნიშული ტერიტორია იტბორებოდა, ამ ეტაპზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რომელსაც მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ამით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადავჭერით. ახლა კი იქ უკვე შეგვიძლია მოვაწყოთ რეკრეაციული სივრცე. აღიშნული პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს მოეწყობა დენდროლოგიური სკვერი. 2018 წელს, ფონიჭალაში მოვაწყვეთ ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო ფეხბურთისა და კალთბურთის სტადიონები. ამ ეტაპზე მზადდება რაგბის სტადიონის პროექტი, რომლის მიხედვითაც მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი. ამდენად, ფონიჭალის მოსახლეობას ექნება ვრცელი რეკრეაციული სივრცე სამი სტადიონითა და სკვერით“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ. კრწანისის რაიონის გამგებელმა, ასევე, კალისტრატე ცინცაძის ქუჩაზე გზის პრობლემურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქე ავთო ელისაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ გზის საფარის აღდგენის სამუშაოები იქ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებისთანავე, უახლოეს მომავალში დაიწყება. „ კალისტრატე ცინცაძის ქუჩა პრობლემურია, პირველი ეტაპის სამუშაოები ჩვენ იქ გასულ წელს ჩავატარეთ. მაგრამ რადგან აღნიშნულ ქუჩაზე გამოსაცვლელი იყო მიწისქვეშა ქსელები, მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაასრულებს მიმდინარე სამუშაოებს. არსებობს პროექტი და როგორც კი გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, გზის საფარის აღდგენა დაიწყება“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)