02:09 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 12:10:03, 1110 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ კიდევ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება

თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ კიდევ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება. მერიის ინფორმაციით, ე.წ. ჭკვიანი კამერები ყველა იმ ქუჩაზე დამონტაჟდება, სადაც ველობილიკები და ავტუბუსების ზოლებია მოწყობილი ან წელს მოეწყობა, მათ შორის ხიზანიშვილის, ვეკუას, კანდელაკის ქუჩებზე.

„წინასწარი ინფორმაციით, იქ, სადაც ავტობუსებისთვის იქნება განკუთვნილი ზოლები გამოყოფილი, პირველი ეტაპისთვის 300-მდე ვიდეოკამერის დამონტაჟების საკითხი დადგა დღის წესრიგში. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ გამოცხადდეს სახელმწიფო ტენდერი. მზადდება ტექნიკური დავალება. შესაბამისად, წელს რომელი ქუჩების რეაბილიტაციაც მოხდება, მაგალითად, ხიზანიშვილის, ვეკუას, კანდელაკის ქუჩაზე წელსვე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელიც სიჩქარესაც გააკონტროლებს“, - განაცხადა მუმლაძემ.

მისივე ინფორმაციით, ვიდეოკამერები დამონტაჟების პროცესშია შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე, ასევე რობაქიძის გამზირსა და ბარათაშვილის აღმართზე.

„გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააკაძის მოედანზე ჩვენ დამონტაჟებული გვაქვს სპეციალური შუქნიშანი, რომელიც ავტობუსს აძლევს პრიორიტეტს, ჯერ მას ატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილებს. ასეთი შუქნიშნები დამონტაჟდება ყველა კვანძზე. ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კანდელაკის ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის რეაბილიტაციაც განხორციელდება. ამ დროისთვის დამონტაჟებულია 19 ვიდეოკამერა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, 300 ადგილზე დამონტაჟდება“, - განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, 2018 წლის ბოლოს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ამავე მთავრობის სხდომაზე კალაძემ ვიდეოკამერების დამონტაჟების საჭიროებაზეც ისაუბრა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics