|
2019-03-20 16:14:48, 1116 ნახვა
საზოგადოება
2019 წელს საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო. მისი თქმით, 2019 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება. „საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს და წელს დასრულდება შუახევსა და დუშეთში. 2019 წელს დაიწყება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა დედოფლისწყაროში, ვანში, ბაღდადში, ჭიათურაში, ტყიბულში, ამბროლაურში, ქობულეთში, ცაგერში, ქედაში, ხულოსა და თეთრწყაროში, ასევე, გაეროს დაფინანსებით. როგორც წესი, ორგანიზაცია ამ ტიპის მშენებლობებს არ აფინანსებს და მადლობას ვუხდით მათ ამ პირველი ნაბიჯისთვის. სექტემბრიდან ორი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება კაჩაგანში და ულამაზეს სოფელ ჭრებალოში. ასევე, გლდანელებს, მუხიანელებს და ნაძალადეველებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ, როგორც იცით, კერძო და საჯარო პარტნიორობის ტიპის პროექტი გავაკეთეთ და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრი მოვაწყვეთ, სადაც (გლდანში) გაიცემა სერვისები. რა თქმა უნდა, მოველოდით, რომ ეს იქნებოდა წარმატებული პროექტი, მაგრამ არ დაგიმალავთ და ასეთ წარმატებას არ ველოდით. ვგულისხმობ ნაკადებს. რეალურად ეს პროექტი დღეს არის, თუ შეიძლება ითქვას, თავისივე წარმატების მსხვერპლი. ამიტომაც წელს ვგეგმავთ ახალ ფართში გადასვლას, რომელიც იქნება გაცილებით უფრო დიდი. ასევე იქნება გლდანში, რათა მათ ჰქონდეთ საზოგადოებრივი ცენტრი“, -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 2018 წელს გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრები 2018 წელს გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრები: ლანჩხუთი; აწყური, სანიორე/ ნაფარეული, ზედა საზანო, ლესიჭინე; საჩხერე, წნორი, დმანისი, ადიგენი; ახალსოფელი, მუხრანი, უდაბნო, საწირე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო. „მოგვარდა პრობლემა რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით. შემოგთავაზეთ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლითაც რეალურად მოგვარდა პრობლემა რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხის ირგვლივ ყოველ საარჩევნო წელს ისმოდა კრიტიკული შენიშვნები ოდირის მხრიდან. გასული წლის არჩევნებზე კი, როგორც მოგეხსენებათ, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებთან მიმართებით პრობლემები არ შეგვქმნია. სწორედ თქვენი მხარდაჭერით შევძელით ამ ცვლილებების კანონად ქცევა“, -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)