|
2019-03-20 13:32:04, 1174 ნახვა
საზოგადოება
ქართული მულტფილმები დიდ ეკრანს უბრუნდება
ეროვნული არქივის კინოთეატრში 22 მარტს ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიხსნება. პროექტი „რე-ანიმაცია", რაც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას, რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს, ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის" თანამშრომლობით ხორციელდება. გაწითლებული და გავარდისფრებული გამოსახულება, ნაკაწრები, ჩაბნელებული და გადანათებული ეპიზოდები, უხარისხო ხმა - გასულ საუკუნეში გადაღებული ქართული ანიმაციური ფილმები, რომლებსაც ტელევიზიით აჩვენებენ ან ინტერნეტსივრცეშია განთავსებული სწორედ ამ ფორმით დამკვიდრდა მაყურებლის მეხსიერებაში. 22-28 მარტს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებს 9 მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმის ჩვენებას, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში აღდგა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში პირველად მაყურებელს საშუალება ეძლევა დიდ ეკრანზე პირვანდელი სახით უყუროს ქართულ მულტფილმებს. კინოსტუდია „ქართულ ფილმში" 300-ზე მეტი ქართული მულტიპლიკაციური ფილმია დაცული. პირველ ეტაპზე 1960-1980 წლების 20-მდე ფილმის დიგიტალიზაცია გაკეთდა და რესტავრირებული ფილმები პატარა და მოზარდი მაყურებლისთვის ეროვნული არქივის კინოთეატრში იქნება ნაჩვენები. ანიმაციური ფილმები ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადადის და ციფრული რესტავრაცია უტარდება. მულტიპლიკაციური ფილმებს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება, რაც მისი პირვანდელი სახით აღდგენას ემსახურება. პროექტის მიზანია, ქართული ანიმაციის დასაცავად, მისი მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა, ბავშვებისა და მოზარდების ქართული მულტიპლიკაციური ფილმებით დაინტერესება და მათი პოპულარიზაციის გაზრდა. 1960-1980 წლების ანიმაციური ფილმები დიდ ეკრანს ათწლეულების შემდეგ უბრუნდება. სეანსი 1 საათი და 35 წუთი გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება: „წუნა და წრუწუნა" (1962 წელი), „ბომბორა სწავლას იწყებს" (1973 წელი), „სახლობანა" (1973 წელი), „საზამთრო" (1974 წელი), „თერძი ბესო" (1977 წელი), „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი" (1983 წელი), „ყარყატის შვილობილი" (1985 წელი), „მძლეთამძლე" (1991 წელი), „სანუკვარი ოცნება" (1989 წელი). ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება ეროვნული არქივის კინოთეატრში 22 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით გაიმართება (8 სეანსი). დასწრება თავისუფალია. განრიგი: 22 მარტი - 18:00 23 მარტი - 15:00, 18:00 24-27 მარტი - 15:00 28 მარტი - 19:00 პროგრამის კურატორები: გიორგი კაკაბაძე, გიორგი ხარებავა. ციფრული აღდგენა: გიორგი კაკაბაძე, შალვა მიქუტიშვილი
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)