02:36 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 12:51:53, 957 ნახვა

საზოგადოება
თბილისს 3D რუკა ექნება

დედაქალაქს უახლოეს მომავალში 3D რუკა ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა პირველი მარტიდან დაიწყო.

„თბილისს მალე 3D რუკა ექნება, რომლის ნახვაც მოქალაქეებს შეეძლებათ. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია მუშაობას პირველი მარტიდან შეუდგა. საბოლოო პროდუქტი მერიას დაახლოებით, ივლისში ჩაბარდება. აღნიშნულ მონაცემებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები თავის საქმიანობაში გამოიყენებენ. „გუგლის“ რუქისგან განსხვავებით, აღნიშნული 3D რუქა მოგვცემს შესაძლებლობას,  სხვადასხვა პარამეტრები გაიზომოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, 3D რუკის მონაცემები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე - maps.tbilisi.gov.ge.

„გარდა იმისა, რომ არქიტექტურის, ურბანული განვითარების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურებს, მუნიციპალურ ინსპექციას, მიწის ლეგალიზების კომისიას და რაიონულ გამგეობებს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ ეს პროდუქტი, ასევე, მისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე - maps.tbilisi.gov.ge. გარდა ამისა, 516 კვადრატულ კილომეტრზე შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი - თბილისის ორთოფოტო გეგმა. ჯამში, ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიონი ლარი იქნება. გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განახლება-მოწესრიგება და განსაკუთრებით 3D ფორმატი, სადაც მომხმარებელს ყველაფრის ნახვა შეეძლება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics