|
2019-03-19 10:46:03, 1169 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენა „ProWein-2019“-ში არის წარმოდგენილი
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში „ProWein-2019" ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. გამოფენა "ProWein" წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს გამოფენას მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 60 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და დაინტერესებული სტუმარი ეწვია, რაც კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების საუკეთესო შესაძლებლობაა. გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 60-მდე ქვეყნის მეწარმეებმა წარადგინეს. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები გამოფენაში მონაწილეობენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაცია „ქართული ღვინო"-ს ორგანიზებით. გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება. „პროვაინი მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელშიც საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესი მზარდია და წელს, საქართველო 27-მა კომპანიამ წარადგინა. ამით ჩვენ კიდევ უფრო ვამკვიდრებთ საქართველოს სახელს მსოფლიოს მევენახეობა-მეღვინეობის რუკაზე. 2021 წლიდან იგეგმება „ProWein-ის" გაფართოება და შესაბამისად, ჩვენც ვგეგმავთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მასშტაბურად იყოს წარმოდგენილი მასზე" - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. გამოფენა "ProWein" წელს საიუბილეოა - იგი 25-ედ იმართება. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. გამოფენის ფარგლებში ორ ქართულ კომპანიას „მეღვინეობა ჩელთის" და „მეღვინეობა ვაზიანს" ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე "MUNDUS VINI"-ზე მოპოვებული ჯილდოები გადაეცათ. კერძოდ, „მეღვინეობა ჩელთის" ღვინოებმა 4 ოქროს მედალი და 1 "გრანდ ოქრო", ხოლო „მეღვინეობა ვაზიანის" ღვინომ ოქროს მედალი დაიმსახურა.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)