02:57 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-16 14:40:02, 1242 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტები ხურვალეთში 24-საათიან რეჟიმში პატრულირებას ითხოვენ

სამოქალაქო აქტივისტებმა სოფელი ხურვალეთის შესასვლელი დატოვეს, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს მას შემდეგ  განუცხადა, რაც აქტივისტთა ნაწილმა ხურვალეთის ტერიოტირია დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მისივე თქმით, ითხოვენ, სამართალდამცავებმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან 24-საათიან რეჟიმში პატრულირება მოახდინონ.

თავის მხრივ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა საოკუპაციო ხაზთან მყოფ სოფლებსი თავადაც განაგრძობს პატრულირებას.

„ჩვენ ამ წუთას აქედან მივდივართ, ვინაიდან რუსების აქ ყოფნა არ დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ პოლიცია 24-საათიან რეჟიმში პატრულირებდეს იმ მონაკეთს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას, რასაც ვაწარმოებთ 21 თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ გავაგრძელებთ პატრულირებას ხურვალეთში, ატოცში და ყველა იმ სოფელში, რომელიც მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან. ეს არის ჩვენი გეგმის საერთო მონახაზი“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და  ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა არ დაადასტურა. სუს-მა ასევე ყველას მოუწოდა, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეკიც გამოხმაურა. მან აღნიშნა, რომ ახალი ბორდერიზაციის კუთხით, მოქმედებები არ შეიმჩნეოდა და არც ინციდენტი დაფიქსირებულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics