|
2019-03-16 13:24:47, 1305 ნახვა
საზოგადოება
ხურვალეთის მცხოვრებლები - სიმშვიდეა, პრობლემები ხელოვნურად იქმნება
„ჩვენთან სიმშვიდეა. პრობლემები ხელოვნურად იქმნება, - ამის შესახებ ხურვალეთის მცოვრებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ადგილზე რუსი სამხედროები არ გამოჩენილან. „ჩვენთან სიმშვიდეა. პრობლემები ხელოვნურად იქმნება, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ დაწყნარდეს მთელი საქართველო. აღარ არის საჭირო, აღარც ზედმეტი ჟურნალისტები და აღარც კეთილის მყოფელები. არაფერი არ ხდება, ძალიან მშვიდად ვართ, როგორც ვართ 10 წელი ისევ ისე ვართ. ბაღებში აგვყავს ძროხები და მე იქ რუსები არ დამინახავს“, – აცხადებენ ხურვალეთის მცხოვრებლები. ამასთან, სოფელ ხურვალეთში ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ 4 წარმომადგენელი და ჟურნალისტები შეუშვეს. ისინი ტერიტორიაზე პოლიციის ავტომობილებით შევიდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ. შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა არ დაადასტურა. სუს-მა ასევე ყველას მოუწოდა, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეკიც გამოხმაურა. მან აღნიშნა, რომ ახალი ბორდერიზაციის კუთხით, მოქმედებები არ შეიმჩნეოდა და არც ინციდენტი დაფიქსირებულა.
ფოტო - 1tv.ge
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)