|
2019-03-15 16:52:34, 1892 ნახვა
რეგიონი
„მთის სათემო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი: ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის
„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთისთვის, კერძოდ, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობებისთვის, რადგან მიგრაციის მაჩვენებელი ამ რეგიონში საკმაოდ მაღალია და ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, ვითარება უკეთესობისკენ შევცვალოთ“, - ამის შესახებ მთის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ჯემალ დამაცალაშვილმა ტექნოპარკში, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომელიც ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ინტერნეტით დაიფარება ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები, სულ 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა. ამასთან, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის. „ფშავ-ხევსურეთში ჩვენ გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფლები, იქ მცხოვრებ მოსახლეობას არ გააჩნია არანაირი კომუნიკაციის საშუალება და მათ კავშირის დასამყარებლად 7-8 კილომეტრის გავლა უწევთ. ეს პროექტი მობილური კავშირის და ინტერნეტის სერვისის გარდა, მოსახლეობას სახელმწიფო სერვისებთან წვდომის საშუალებას მისცემს, მათ შორის სამაშველო სამსახურებთან. აღნიშნული პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს განვითარებას და იქ არსებულ საოჯახო სასტუმროებს" - განაცხადა ჯემალ დამაცალაშვილმა. პროექტის მთავარი მხარდამჭერი და ინიციატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიური ჩართულობით, აწარმოა მოლაპარაკებები ინტერნეტ საზოგადოება ISOC-თან და მიიღო ტექნიკური და ფინანსური დახმარება. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყო 246 805 ლარი, ხოლო ქსელის აგებისთვის საჭირო სხვა თანხები დაიფარება სხვადასხვა დონორის საშუალებით. პროექტის ბენეფიციარია ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი", რომელსაც პროექტის რეალიზაციაში და მართვაში საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) დაეხმარება. მსგავსი პროექტი ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის" მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, თუშეთში 2017 წელს დასრულდა - დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია და ქსელის მართვას უზრუნველყოფს ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდი"
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)