|
2019-03-15 16:22:57, 1115 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისს აქვს ახალი შესაძლებლობა განვითარდეს გაცილებით უკეთ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისს აქვს ახალი შესაძლებლობა განვითარდეს გაცილებით უკეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გენერალური გეგმა თბილისის და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული, რომლის მიხედვითაც 4 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება მწვანე სივრცეების რაოდენობა. ხანგრძლივი და რთული მუშაობის შედეგად შემუშავდა იმგვარი გენერალური გეგმა, რომელიც ცალსახად სწორ მიმართულებას მისცემს დედაქალაქის განაშენიანებას. დროთა განმავლობაში ჩვენ მივიღებთ არა მხოლოდ სწორ სამშენებლო რეგულაციებს, არამედ ერთიანი იერსახის ფარგლებში განაშენიანებულ დედაქალაქს. რა თქმა უნდა გენერალური გეგმა თბილისის და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული, რომლის მიხედვითაც 4 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება მწვანე სივრცეების რაოდენობა. აქაც გაჩნდნენ ადამიანები, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებიც ტყუილებით ცდილობენ დააკნინონ ამ ამბის მნიშვნელობა, მაგრამ ერთია კომენტარი, თან ტყუილზე აგებული და მეორეა რა წერია დოკუმენტში, რომელიც დამატებითი და მძლავრი ბერკეტია, რომ ქალაქის მათ მიერ დამახინჯებული იერსახე თვისობრივად გამოსწორდეს.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)