03:16 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 17:54:47, 1181 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში, ჯანჯღავას III შესახვევში ასფალტის საფარი იგება

გლდანის რაიონის გამგეობა ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის  რეაბილიტაციას ახორციელებს, სადაც დაახლოებით, 5 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

სამუშაოების ფარგლებში, ასევე, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. პროექტის შედეგად, მოსახლეობა გრუნტის გზის ნაცვლად, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„გლდანის რაიონში რამდენიმე მისამართზე გზის კაპიტალურ მოწყობას ვახორციელებთ. ამჯერად, ჯანჯღავას ქუჩის მესამე შესახვევის რეაბილიტაციას ვასრულებთ, სადაც საგზაო სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება და გრუნტის გზის ნაცლად, ასფალტის საფარით ისარგებლებენ. რასაკვირველია, წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურას არაერთ მისამართზე მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 280 000 ლარი დაიხარჯა.

გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე უკვე დასრულდა, რამდენიმე მისამართზე კი, ამ დროისთვის მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 7 500 კვ. მეტრ ფართობზე კულა გლდანელის ქუჩაზე ხორციელდება; გულისაშვილის ქუჩაზე გზის საფარი დაახლოებით, 6 650 კვ.მ ფართობზე იგება; საგზაო ინფრასტრუქტურა ფოცხიშვილის ქუჩაზე დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics