04:07 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 19:47:32, 1370 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს

თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება  ევროკავშირის პროგრამის  -Erasmus + ფარგლებში მოპოვებული გრანტით, ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობის პროექტს იწყებს.

პროექტის პრეზენტაცია დღეს „ფაბრიკაში“ გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს გრანტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. 

პროექტის ფარგლებში, 147 520 ევრო მოხმარდება თბილისში  ახალგაზრდული სერვისების და საჭიროებების შესახებ კვლევას; თბილისის ახალგაზრდული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნას; მეთოდური სახელმძღვანელოების  შექმნას; ახალგაზრდული ცენტრების თანამშრომლების წამყვან ევროპულ ცენტრებში გადამზადებას; ახალგაზრდული  გაცვლითი პროგრამების განხორციელებას; ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის ექსპერტების სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებას და თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბებას პოლონეთის, შვედეთის,  ესტონეთის და  უკრაინის  მუნიციპალურ   ახალგაზრდულ ცენტრებთან.

საგრანტო პროექტის განხორციელება 2019  წლის მარტში იწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics