|
2019-03-08 17:08:03, 1399 ნახვა
საზოგადოება
„ქალების შრომა უხილავი შრომაა“ - თბილისში სარვამარტო მსვლელობა იმართება
ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის „სოლიდარობის ქსელის“ ორგანიზებით თბილისში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა იმართება. როგორც მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მიზანი მშრომელი ქალების მხარდაჭერაა. ასევე, აქციის მონაწილეები გენდერულ თანასწორობას, თანაბარ შრომით ანაზღაურებასა და ღირსეულ პენსიას ითხოვენ. ამასთან, აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვს მიტანილი: „სექსი არ არის დანაშაული“, „სექსუალური ძალადობა დანაშაულია“, „სექსი16 წლამდე ასაკის ბავშვთან დანაშაულია“, „მოტაცებულზე ძალადობა დანაშაულია“, „სექსუალური მოძალადისთვის ჩივილი არ არის სირცხვილი“, „ქალების შრომა უხილავი შრომაა“, „ერთი და იგივე ხელფასი თანასწორი შრომისთვის“, „ჩვენ გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“. „ჩვენ გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის. ქალების უმეტესობა სამსახურში 40 საათზე მეტ ხანს ვმუშაობთ, შემდეგ კი სახლში მეორე ცვლის – საშინაო შრომის შესასრულებლად მივდივართ. ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაო საათების მკაცრი რეგულირება იქნებოდა. ჩვენ გვეკუთვნის ორმაგი ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. თუმცა, არსებობს მთავრობის ერთ-ერთი მავნებელი დადგენილება, რომელიც 48 საათიან სამუშაო კვირას სპეციფიკური კატეგორიების ნუსხის სახით ადგენს. ჩვენ ვმუშაობთ 48 საათს, ნაცვლად 40 საათისა და ვიღებთ იმავე ხელფასს. ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს სასწრაფოდ! ყოველი ასეთი რვა საათი ჩვენი მოპარული ხელფასია. კანონით თუ კანონის დარღვევით, ქალები მაინც ვიჩაგრებით. ჩვენი სამუშაო დღე არასოდეს მთავრდება, არც სამსახურში და არც სახლში. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასი; არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა. შესაბამისად, ვითხოვთ სამუშაო ადგილის ძიების პროცესში გვქონდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. ჩვენ ვითხოვთ არა მინიმალურ, არამედ საცხოვრებელ ხელფასს, რომელიც საკმარისი იქნება ჩვენი და ჩვენი ოჯახების გადასარჩენად. მინიმალური ხელფასის განუსაზღვრელობა ამცირებს ანაზღაურებას. არსებობს შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც სრულ განაკვეთზე სამუშაოს ანაზღაურებისთვის 40 ლარს ადგენს, რადგან არ არსებობს ზღვარი. ეს დაბალი ხელფასები აქამდე ჩვენი, ქალების წვალებისა და შრომის ხარჯზე შემორჩა. ჩვენ ნერვებს და ენერგიას ვხარჯავთ იმაზე, რომ მოვიფიქროთ იაფი სადილის ვარიაციები, მოვამზადოთ ნაირ-ნაირი კერძები კარტოფილით ან ბურღულეულით და ჩვენ თვითონ უარი ვთქვათ სადილის კუთვნილ ულუფაზე. როცა სარეცხი მანქანა ფუჭდება, ვრეცხავთ ხელით; როცა ავად ვხდებით, არ მივდივართ ექიმთან და წამლების გარეშეც ვძლებთ. როცა შეგვცივდება, გათბობის ჩართვის ნაცვლად დამატებით მოსასხამს ვიხურავთ. ბავშვებისთვის ვყიდულობთ ტანსაცმელს და უხარისხო სათამაშოებს, ხოლო ჩვენს ძველ ტანსაცმელს ხელით ვკემსავთ“, - წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მანიფესტში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)