|
2019-03-07 10:28:25, 1277 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინო ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2019“ წარსდგა
ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2019" გაიმართა. გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 14-მა კომპანიამ წარადგინა. კვების პროდუქტებისა და სასმელების 44-ე საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2019" ტოკიოში 5-8 მარტს ტარდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 2015 წლიდან ეძლევა. წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები: „ვიტე ვერა", „თელიანი ველი", „კახური", „მეღვინეობა ხარება", „წინანდლის ძველი მარანი", „მეღვინეობა შილდა", „ბოლერო და კომპანია", „თელავის ღვინის მარანი", „ვაზისუბნის მამული", „მეღვინეობა ჩელთი", „მათრობელა ვაინსი", „ბადაგონი", „ჩიგოგიძე ვაინსი" და „დუგლაძეების ღვინის კომპანია". „Foodex Japan"-ში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლის და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი იაპონური კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. „FOODEX JAPAN" 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Red Bridge"-ს ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა. ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაჭავარიანი და საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი დაესწრნენ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)