05:01 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 11:22:35, 1290 ნახვა

საზოგადოება
უგულავა პროკურორებს და მოსამართლეებს: გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია - თქვენ ეს დაიმსახურეთ

გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია - თქვენ ეს დაიმსახურეთ, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წერილთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას.

გიგი უგულავა მისი პატიმრობის დროს მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს:

„ხაზარაძის აფრიალებული წერილის არ გჯერათ? ნებისმიერს შეეძლო დაეწერა ხომ?! მაშ, მისმინეთ პროკურორებო და მოსამართლეებო. ახლა აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში. მცირე მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან. 2014 წლის 5 ივლისია, "კაპეზედან" სასამართლოში მიმიყვანეს. პროკურორი ჯერანაშვილი გირაოს დამძიმებას და წინასწარ პატიმრობას ითხოვს, მაგრამ ფორმალური საფუძველი ვერ გამონახა. უცებ საქაღალდედან აძრობს რაღაც ფურცელს და ამბობს - ესაა მუქარის წერილი, რომელიც უგულავამ მოწმე გიორგი კაპანაძეს (რიჟა) ლონდონში "შავი კაცის" მეშვეობით გადასცა. გაოგნდა ყველა. ბრიტანეთის სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში მოვითხოვეთ გამოძიება. მოსამართლე გოგინაშვილმა უდრტვინველად გაიზიარა "შავი კაცის" ვერსია. ასე დაიწყო ჩემი იძულებითი სამეცნიერო მივლინება. გოგინაშვილი აპელაციაში უვადოდ გამწესდა, ჯერანაშვილი თბილისის პროკურორის მოადგილე გახდა. შეკითხვა - იმ "შავი კაცის" წერილზე ჩემი ანაბეჭდი იყო? მუქარის ტექსტი უგულავების საგვარეულო სიგელზე იყო სისხლით ამოტვიფრული? რატომ იყო ის სარწმუნო და გახარიას ხაზარაძისადმი წერილი საეჭვო? ხომ არაფერი გამოგიძიებიათ. გაგიგიათ რა არის ორმაგი სტანდარტი ან შერჩევითი სამართალი? გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია - თქვენ ეს დაიმსახურეთ“, - წერს უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics