07:03 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 11:45:20, 1341 ნახვა

საზოგადოება
სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება.

მინისტრის ინფორმაციით, 2020 წელს დაემატება ასევე 50 სოციალური მუშაკი, 2021 წელს თვითმმართველობებში სოციალური მუშაკების აქტივობა გაჩნდება. მისივე თქმით, 2025 წლისთვის, ერთ სოციალურ მუშაკს 50 საქმეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს.

„ის კანონი, რომელიც მიღებულია, არეგულირებს მთელ რიგ საკითხებს და მათ შორის ხედვას, სოციალური მუშაკების შესახებ. 2009 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა იყო 171, 2018 წელს - 244, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია 50 სოციალური მუშაკის დამატება. სოციალური მუშაკების დამატება არ არის მხოლოდ სამინისტროს კეთილ ნებაზე ან შიდა გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ეს კანონის ნაწილია, მათ შორის ქვეყნის ბიუჯეტის კანონის და უნდა მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics