05:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 17:50:55, 1454 ნახვა

საზოგადოება
„დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი, შეწყდეს მოსახლეობის „გაკულაკება“ - სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა

"დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი" - ამ სათაურით სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა. 

ადრესატები არიან: საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, საპენსიო სააგენტო. 

როგორც პეტიციის ავტორები წერენ, ამ დრომდე არ არის გამოკვლეული ამ რეფორმის რისკები.

"საპენსიო სააგენტომ ფულის შეგროვება ისეთ რეჟიმში დაიწყო, სანამ აღნიშნულ სააგენტოში ამოქმედდებოდა საინვესტიციო და რისკების საბჭო და შემუშავდებოდა საინვესტიციო პოლიტიკა. ამ პირობებში ხელისუფლება უკვე გვართმევს ფულს და არ იციან რა უყონ. აღნიშნული საბჭოების დღემდე არ არსებობის გამო, არ არის გამოკვლეული რისკები და გაანალიზებული დაზღვევის მექანიზმები. საპენსიო სააგენტოში არ აქვთ არგუმენტირებული პასუხები მთავარ კითხვებზე - აქვს თუ არა დაკარგვის რეალური საფრთხე ჩვენი ჯიბიდან ამოცლილ თანხას, სად უნდა შეაგროვონ და რა შემთხვევაშია გამართლებული დაგროვებითი პენსიის სისტემის ამოქმედება. მიუხედავად ამისა, ათეულობით მილიონი ლარი უკვე განათავსეს საპენსიო ფონდის მეშვეობით გარკვეულ, თუ გაურკვეველ ანგარიშებზე. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული 20 და 25 წლის შემდეგ ჩვენი ბებია-ბაბუების ანაბრების ბედს გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს მოსახლეობის “გაკულაკება”. ერთის მხრივ, აბსოლუტურად გაუაზრებელი და მეორეს მხრივ, თაღლითური ნიშნების შემცველი სქემა სხვა არაფერია თუ არა ხალხისგან ფულის წაღლეტისა და მოსახლეობის გაღატაკების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა. ამიტომ, მოვაწეროთ ხელი პეტიციას, მოვითხოვოთ, რომ დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი. ვასწავლოთ ხელისუფლებას საუბარი ხალხთან და ჩვენი მოთხოვნების შესრულება", - წერია პეტიციის ტექსტში. 

ამ დროისთვის პეტიციას 1000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics