2019-03-01 16:41:15, 2058 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6736 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6794 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0415 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0556 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0141 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,