|
2019-03-01 12:16:14, 1296 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნება
ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნება, რომელიც არსებულ გამოწვევებს და მათი დაძლევის საშუალებებს სრულად ასახავს, - ამის შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-4 სხდომაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროს ნატალია ჯალიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ძალადობისგან ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოკითხვის მულტიდისციპლინური მოდელის განვითარების საკითხს. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც აღნიშნული მოდელის განვითარების საფუძველს მოამზადებს. ამ პროცესში კომისიას ტექნიკურ დახმარებას გაეროს ბავშვთა ფონდი გაუწევს. სხდომის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. რეგლამენტთან დაკავშირებით სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა მიაწოდა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ დოკუმენტს მთავრობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დასამტკიცებლად მომავალ კვირას წარუდგენს, რის შემდეგაც დაწესებულებების ავტორიზაციის წესიც დამტკიცდება. სხდომაზე ასევე იმსჯელეს კომისიის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაწეულ ტექნიკურ მხარდაჭერაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომას ასევე დაესწრნენ სახალხო დამცველის აპარატისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები. უწყებათაშორისი კომისია გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის და გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, 2016 წლის დეკემბერში შეიქმნა და მის ძირითად ფუნქციას ეროვნულ დონეზე გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის განხორციელების პროცესის კოორდინირება წარმოადგენს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)